სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
10-04-2019
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა და კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი შემთხვევა ადრეც მოხდა, ოღონდ მეორე სართულზე, რის შედეგადაც ჭერი დამატებით გამაგრდა.

„არავინ დაშავებულა, ჭერიდან 4 ამსტრონი ჩამოვარდა, ეს არის ჭერის ისეთი ტიპი, რომელიც ოთხკუთხედი დიდი ფილებით კეთდება. ფილები იმ სივრცეში ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვები არ იყვნენ. მსგავსი ფაქტი გასულ წელს მოხდა მეორე სართულზე, ამ საქმეში ინფრასტრუქტურის სამსახური ჩაერია და ხელახლა გამაგრდა ჭერი. მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა მეორე სართულზე აღარ განმეორებულა. ახლაც ინფრასტრუქტურიდან ველოდებით, როდის ჩამოვლენ და თუ რამე გასაკეთებელი იქნება, გააკეთებენ.

უშუალოდ სკოლას მთლიანად ჩაუტარდა რეაბილიტაცია 2016 წელს. რაც გაკეთდა ამსტრონის ჭერი ახალი შემოსული იყო და ჩვენი სკოლა პირველი იყო, სადაც ჭერის ეს ტიპი გაკეთდა. მეორე სართულზე მომხდარი ფაქტის შემდეგ პოლიციაც იყო მოსული, შეამოწმეს, ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით იყო გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ჭერი დამატებით დაამაგრეს. პირველ სართულზე როგორ იქნება არ ვიცი, ალბათ, გააკეთებენ ისე როგორც საჭიროა, მართალია ფილები მძიმე არ არის, მაგრამ ბავშვები არიან და თანაც უსაფრთხო სკოლა უსაფრთხო უნდა იყოს“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება