სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თევზებს ამ კვირაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ - კიდევ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი
10-04-2019
-
+


მიხეილ ცაგარელის მთელი კვირის ვრცელი პროგნოზიდან, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი მიმოვიხილეთ. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

ვერძებო, გახსოვდეთ, რომ დიდი ენერგია უყარიათობასაც იწვევს. ასევე გაფრთხილდით ტრამვულ -ავარიულ სიტუაციებში. წარმატებული პერიოდია ფინანსური კუთხით. ივარჯიშეთ ბევრი, ისეირნეთ საღამოობით რომ ენერგია დახარჯოთ.

კუროებო, წლის განმავლობაში ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი გაქვთ. ნუ გადაიღლებით, არ გაცივდეთ. ასევე ერიდეთ ფინანსურ სირთულეებს. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს და მათ დაპირებებს.

ტყუპებო, თქვენთვის კარგი ინფორმაციაც გვაქვს და ცუდიც. შესაძლებელია საინტერესო ინფორმაცია გაიგოთ, რაც ნიჭის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. ყველაზე ცუდი ისაა, რაც ხელს გიშლით უყაირათობა და ფულის ხარჯვა ცხოვრებაში. ასევე გაუგებრობა გელოდებათ მეგობრებთან.

კირჩხიბებისთვის დაძაბული დროა. ნუ მიიღებთ ემოციურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხიმგებლობის აღებამ მოგიწიოთ. ასევე გაფრთხილდით, ახალ ნაცნობებთან.

ლომი აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანი. შარმიანი ლომი იზიდავს სასიყვარულო პარტნიორებს, მაგრამ წყალქვეშა დინებები შეცდომებს დაგაშვებინებთ. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა, თორემ შესაძლოა ბევრი შანსი დაკარგოთ.

ქალწულებს ისევ დაძაბულობა გაქვთ სამსახურში. რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ფინანსურ შემთხვევებზე. ამიტომ უფრო შინაური საქმეებით დაკავდით და დაიწყეთ რემონტი.

სასწორი ძალიან შემოქმედია და სწორედ ასეთი პერიოდი აქვს ცხოვრებაში. წინა პლანზე წამოწიეთ ოპტიმიზმი და ცოტა მარტივად მიუდექით ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს და იმპულსურობა ითხოვს ყურადღებას და ამის გამო შეიძლება შეცდომები დაუშვათ. იფრთხილეთ როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ნუ აჰყვებით ემოციებს.

მორიელებო, ნუ გადაიტვირთებით, სარისკო მოქმედებებს მოეშვით და დააბრუნეთ კარმული ვალები. დაეხმარეთ ახლობლებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამის გამო შეიძლება ზედმეტი სესხის აღებამაც მოგიწიოთ.

მშვილდოსნები მოერიდეთ კონფლიქტებს. არავითარი სულსწრაფობა, ეს ხომ შეცდომის ტოლფასია. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ჯანმრთელობა მდგრადი და ენერგია დახარჯეთ ვარჯიშზე და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებზე.

თხის რქები მოერიდეთ კონფლიქტებს უფროს თაობასთან. გადაერთეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან ფსიქოემოციური არასტაბილურობა ამ კვირაში იჩენს თავს.

მერწყულების ენერგეტიკა მაღალია, მთავარია არ იჩქაროთ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ გადასახადებს. კოლექტიურ პროექტებს მოერიდეთ და გადაერთეთ ინდივიდუალურ შემოქმედებაზე.

თევზებს რთული პერიოდი გაქვთ, აკონტროლეთ საფულე, რადგან მოპარვის ტენდენცია მატულობს. არავითარი კაპიტალდაბანდება, რადგან დაკარგავთ ფულს. არავითარი სესხის აღება და ვალის გაცემა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

რა წესების დაცვა ევალებათ საბავშვო ბაღებს? - პერსონალის პასუხისმგებლობა და აკრძალვები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სკოლის დირექტორმა მიულოცა და გულითადი მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, კარმენ გომციანს გაწეული შრომისთვის

ვიზიტორებმა ექსკურსიის ფარგლებში, თანმხლები პირის დახმარებით, ნახეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს
 
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება