სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ისწავლებოდეს ის, რისი ადგილიც არის ეკონომიკაში“ - ბიძინა ივანიშვილი
10-04-2019
-
+


„ეკონომიკა და უმაღლესი განათლება ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.  

მისი თქმით, 2022 წელს განათლების დაფინანსება პიკს მიაღწევს, ხოლო ერისთვის ეს პერსპექტივა იქნება.

„განათლების რეფორმა, რომელიც ჩვენი ეროვნული იდეაა და რომელზეც პრემიერმაც და ჩვენმა გუნდმაც არაერთხელ ისაუბრეს და საზოგადოებას გააცნეს. ჩვენ 2022 წლისთვის პიკს მივიღებთ დაფინანსების, ბიუჯეტის მეოთხედი იქნება დაფინანსება განათლებაში, ეს არის ის, რაც ჩვენს ერს პერსპექტივას უსახავს. წინასწარი მუშაობა მიდის იმისთვის, რომ განათლების სამინისტრო მომზადებული შეხვდეს ამ ყველაფერს. სამუშაო შეხვედრები მიდის და მეც ვესწრებოდი. რეფორმების ნაწილი უკვე გამოიტანეს, განხილვა ისევ გრძელდება და საზოგადოება ამას კარგად გაიგებს. ამასთან, მე დავინახე ის, რაც მიღწევადია. ეკონომიკა და განათლება ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ და ვაპირებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდეს ის, რისი ადგილიც არის ეკონომიკაში, ამას ჩვენ დავაბალანსებთ. ასევე ძალიან ბევრი იქნება პროფესიული გადამზადებები. ამ მხრივ სამუშაო ადგილების შესატყვისობებში დასაქმებაც გაიზრდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება