| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქცია - „ვიკითხოთ მშობლებთან ერთად“ წამოიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობასა და წიგნიერების განვითარებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ და გოდერძი ჩოხელის „ცასწავალა” წაიკითხეს.
გაიმართა დისკუსია, რომელშიც მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
„დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი და შეჯერდნენ, რომ „ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება“.
ნაწარმოებებთან ერთად „ეს ბავშვები ბევრად გაზრდილან“ . ქართულისა და მსოფლიო ლიტერატურის შერწყმით კი განივითარებენ ტოლერანტობის გრძნობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აქტივობას პედაგოგი მაკა ჯეირანიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი