სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ
13-03-2019
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩიევა. სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება. სკოლის აღსაზრდელებიც სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის დირექტორი ეკატერინე (კატუშა) ჭიჭინაძე - გოგსაძეა.

26 თებერვალს სკოლის მოსწავლეები ამბროლაურის მთავარი ბიბლიოთეკის ჩატარებულ კონკურსში - „ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორია“ მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, საქართველოსა და რაჭის ისტორიის ცოდნაში წარმატება ლუკა გოგსაძემ მოიპოვა,  მხატვრულ კითხვაში კი - ლუკა არდიამ.

7 მარტს კი სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან და მიწვეულ სტუმრებთან ერთად  აფხაზეთში დაღუპული ეროვნული გმირი ჟიული შარტავა  გაიხსენეს, სანთელი დაანთეს და მასთან ერთად სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შემდეგ ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. ლაშა ტოროტაძემ და ლიზი გოგსაძემ პედაგოგებს გაზაფხულის დადგომა და მარტის დღსასწაულები მიულოცეს. 

მოსწავლეებმა გოგონებსა და დამსწრე ქალბატონებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს. 

უფროსკლასელებმა კი ქალების შესახებ დაწერილი გამონათქვამები და ანდაზები წინასწარ მოიძიეს, მათ მიერვე დამზადებულ, ლამაზად გაფორმებულ, პატარა კონვერტებში მოათავსეს და ვაზით ჩამოატარეს. ბარათი ყველამ ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა, რითაც არაორდინალური და მხიარული განწყობა შეიქმნა.

ბოლოს კი, ქართულის წრის წევრებმა (ხელმძღვანელი ეკატერინე ჭიჭინაძე) ანი და ლუკა არდიებმა, ელენე და ლუკა გოგსაძეებმა და სალომე ვაჩაძემ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „თავსაფრიანი დედაკაცი“ გამომეტყველებით წაიკითხეს და ნაწარმოებში წარმოდგენილი ტრაგედიის მიზეზში გარკვევას შეეცადნენ. 

მოსწავლეებმა ასევე გამოფინეს მათ მიერ ნოველის შთაბეჭდილებით შექმნილი ნახატები, გამონათქვამები დედაშვილობის თემაზე და შეუსაბამეს ნაწარმოებს. ასევე გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთენ სტუმრებიც.

„მოსწავლეებმა ცოდვიანი დედაშვილობა გადაკეთებული ანდაზით - „დედამ ხელისგულზე ერბოკვერცხი რომ მოიწვას, შვილი მაინც ყუყუნს დაიწყებსო“ შეაფასეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დროის მიერ მოტანილი გაუცხოების პრობლემა ისეთ ფაქიზ ურთიერთობას, როგორიც დედაშვილობაა, არ შეიძლება შეეხოს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლაში აქტიურობით თავი გამოიჩინა ლუკა არდიამ. როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ლუკა არდია ნიჭიერი, ცნობისმოყვარე და მაძიებელი ბავშვია, უყვარს ბუნება. მან ენციკლობედიებსა და ინტერნეტში ყველაზე დიდსა და პატარა, სწრაფსა და ნელ ცხოველებზე ინფორმაცია მოიძია, მათი კლასიფიკაცია გააკეთა და მეგობრებს სლაიდშოუს სახით გააცნო.

სკოლა აღსაზრდელს წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება