| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გავაზის სკოლაში X-XII კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა.
პროექტის ინიციატორი და სპონსორი გავაზის სკოლის კურსდამთავრებული და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ჩუგოშვილი იყო. მან გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.
XI კლასის მოსწავლე თეონა კაციაშვილი, ნაშრომისთვის - „პურის ცხობისას ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობა მიმდინარე ქიმიურ პროცესებში და სვიის ყვავილის გამოყენებით საფუარის მომზადება“ - მიკროსკოპით დაჯილდოვდა. (პედაგოგი-მარინე ვარადაშვილი).
X კლასის მოსწავლე ბაჩო რაჯებაშვილის თემა „სოფელ გავაზში არსებული ისტორიული არქიტექტურული ძეგლები“ იყო. მას პლანშეტი გადაეცა. (პედაგოგი ლია ნავარადაშვილი)
X კლასის მოსწავლეები ანი ჩუგოშვილი (პედაგოგი მაკა ჯეირანიშვილი) თემით „ბრბოს ფსიქოლოგიიდან კათარზისამდე“ და ლუკა ჭრელაშვილი (პედაგოგი ფატინაიორამიშვილი) თემით „არყის მიმღები ქარხნის მარგიქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა-გაანგარიშება“ კავკასიის უნივერსიტეტის სასაჩუქრე პაკეტებით დაჯილდოვდნენ.
გავაზის სკოლის დირექციის წარმომადგენლები დიდ მადლობას უხდიან ნიკა ჩუგოშვილს, კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს და მოსწავლეებს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო