სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

რა ტრადიციები აქვთ სკოლებს საქართველოში?! - გაეცანით დირექტორების პასუხებს
22-11-2018
-
+


ყველა სკოლას აქვს საკუთარი ტრადიცია, რომელიც კონკრეტული თარიღის აღნიშვნასა თუ მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი დღის მოწყობას უკავშირდება. ამ ტრადიციის ფარგლებში კი სკოლა სწავლის პროცესის პარალელურად შემოქმედებით აქტივობაში ერთვება. სწორედ ამ თემით Etaloni.ge დირექტორებს დაუკავშირდა და მათი სკოლების ტრადიცია დააზუსტა. 

გორის მუნიციპალიტეტის სკრის საჯარო სკოლა, დირექტორი ასმათ კურტანიძე:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - შემოდგომის დღესასწაული და სპორტული ღონისძიებები. 

გორის მუნიციპალიტეტის  მერეთის საჯარო სკოლა, დირექტორი თეა ხაბალაევი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - მასწავლებლებისა და მოსწავლეების შეხვედრის დღე, რომელიც თვითმმართველობის ორგანიზებით ყოველ წელს იმრთება, რა დროსაც  თითოეული მოსწავლე პედაგოგის ან დირექციის წარმომადგენლის როლს ირგებს. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  პტენის საჯარო სკოლა, დირექტორი  ირმა ტაბატაძე:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სადღესასწაულო თარიღების ღონისძიებებით აღნიშვნა.

ქედის მუნიციპალიტეტის ორცვის საჯარო სკოლა, დირექტორი რემზი თურმანიძე:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - წლის ბოლოს  წარჩინებულ მოსწავლეთა საჩუქრებით დაჯილდოება.

ვანის მუნიციპალიტეტის  უხუთის საჯარო სკოლა, დირექტორი თინა დიაკონიძე:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სწავლისადმი ერთგულება; შეხვედრები ყოფილ მასწავლებლებთან, რომელთა გამოცდილებასაც ვიზიარებთ.  

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სიონის საჯარო სკოლა, დირექტორი  ჯუმბერ ბორჯოდაშვილი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სადღესასწაულო თარიღების ღონისძიებებით აღნიშვნა.   

ადიგენის მუნიციპალიტეტის  ჭელის საჯარო სკოლა, დირექტორი გია ჩიხრაძე: 

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სასწავლო წლის ბოლოს წარმატებულ მოსწავლეს ვირჩევთ და საჩუქარს ვუძღვნით. ეს სხვა მოწაფეთა მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. 

თელავის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ ბედმანიკაშვილი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - მოსწავლეთა სწორი  განათლება, ინტელექტუალურ შეჯიბრებებში და სხვა კონკურსებსა და პროექტებში მათი ჩართვა. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი მალვინა ოსეფაიშვილი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - შემოდგომის დღესასწაული, ასევე,  დავითის დღე - 8 თებერვალი,რომელიც ისტორიკოსმა მასწავლებელმა დაგვიტოვა ტრადიციად და სკოლისთვის ძვირფასი თარიღია. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - ნაკლებად გამცდენი მოსწავლეების დაჯილდოება წლის ბოლოს. სხვა მოსწავლეების წასახალისებლად. 

წალკის მუნიციპალიტეტის იმერის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯუმბერ ხოზრევანიძე:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - შიდა სასკოლო შეჯიბრებები, ასევე, კონკრეტულ დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიებების გამართვა. 

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლა, დირექტორი გელა ქოთოლაშვილი: 

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - ყოველწლიური  სპორტული ღონისძიებები, რომელშიც სხვა სკოლებიც ერთვებიან.  

თბილისის N160 საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი კაკაჩია:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - ღვაწლმოსილი მასწავლებლების ღირსეულად გაცილება, წარჩინებული მოსწავლეების წახალისება.

დმანისის მუნიციპალიტეტის ჯავახის საჯარო სკოლა, დირექტორი რეგინა ადუაშვილი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სადღესასწაულო თარიღების ღონისძიებებით აღნიშვნა.
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდგორის საჯარო სკოლა, დირექტორი კარლო სუბელიანი:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები, რომელშიც სკოლას კარგი შედეგებიც აქვს. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ყულიშკარის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა აბსავა:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - სადღესასწაულო თარიღების ღონისძიებებით აღნიშვნა. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლა, დირექტორი ეკატერინე გახარია:

ჩვენი სკოლის ტრადიციაა -  ხარისხიანი სწავლა - განათლების სისტემა ყველა მოსწავლისთვის. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოკამის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ანზორ მიქელაძე:


ჩვენი სკოლის ტრადიციაა -  სადღესასწაულო თარიღების  ღონისძიებებით აღნიშვნა.

დმანისის მუნიციპალიტეტის  მაშავერას საჯარო სკოლა,  დირექტორი დალი ასლანიშვილი: 

ჩვენი სკოლის ტრადიციაა - ღვაწლმოსილი მასწავლებლების იუბილეების გადახდა, და სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება