სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს საგამოცდოთ მომზადება უფასოდ შეეძლებათ
22-11-2018
-
+


2019 წლიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სურთ, თბილისსა და ზუგდიდში მომზადება უფასოდ შეეძლებათ.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ახალგაზრდების განათლება სრულად დაფინანსდება. 

„ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასკოლო განათლების მიღება. გალსა და ახალგორში ეს პროცესი ფაქტობრივად შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე არ ეძლევათ განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო მსურველებს შესთავაზებს სრულიად უფასო, უგამოცდოდ მოსამზადებელ ცენტრს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში გაივლიან მომზადებას და შემდგომ უკვე გამარტივებული წესით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა „იმედთან“ საუბრისას ციხელაშვილმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის ცნობით, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, საკვებითა და შესაბამისი ლიტერატურით.

„ბენეფიციარები მიღებულნი იქნებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდში, შოთა მესხის სახელობის უნივერსიტეტში. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებული იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება გულისხმობს ბენეფიციარებისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტიპენდიით უზრუნველყოფას, ცხოვრებას, კვებას და ლიტერატურით უზრუნველყოფას“, - განაცხადა ზედგინიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება