სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოჭბანის საჯარო სკოლაში „ფერიების მეჯლისი“ ჩატარდა
30-10-2018
-
+


კოჭბანის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ფერიების მეჯლისი“ ჩატარდა, რომელშიც  მონაწილეობას 13 პატარა ლამაზმანი იღებდა.  

მათ გამოსვლას დამსწრე საზოგადოება დიდი ოვაციებით ხვდებოდა.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეჯოს კულტურის სახლის მენეჯერი თინათინ მეზვრიშვილი, კოჭბაანის დამსახურებული პედაგოგი ანგელინა ნადირაძე და ჟურნალისტთა კავშირისა და ქალთა საბჭოს წევრი ლეილა არჩემაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის სახალისო საკონკურსო ნომრები მოეწყო, სადაც მონაწილეობას კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. მონაწილე „ფერიებმა“ კი სიმღერები შეასრულეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

მეჯლისზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ: პაწაწინა ფერია, მომღერალი ფერია, მხიარული ფერია, ზღაპრის ფერია, საღამოს ფერია, ღიმილის ფერია და რეტროს ფერია, რომლებსაც საგარეჯოს კულტურის სახლის მენეჯერმა თინათინ მეზვრიშვილმა დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის ფურცლებით დაჯილდოვდნენ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ბაჩანა და ლიკა აბგაიძეები, შალვა მათიაშვილი, მათე გიგაური, შიო მამუკაშვილი და ლია აფციაური.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება