სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მარიამ ჯაში: სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა, სახელოვნებო და სპორტულ სკოლებში პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი სტატუსი და ანაზღაურება
23-10-2018
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში სახელოვნებო განათლება ხარისხობრივად შესაცვლელია.

სახელოვნებო სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე მარიამ ჯაშის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სახელოვნებო სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო სკოლის მასწავლებელთა სტატუსზე, სწავლის საფასურზე, მასწავლებელთა ანაზღაურებაზე, შრომითი ურთიერთობის ფორმასა და სახელმწიფოს მხრიდან სახელოვნებო სკოლების მხარდაჭერაზე.

„სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა. სახელოვნებო და სპორტულ სკოლებში პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი სტატუსი და ანაზღაურება. გრძელვადიანი პრობლემაა, ასევე, საკადრო რესურსის შემდგომი ჩანაცვლების საკითხი. ვფიქრობ, რომ ჯერ საჭიროა ჩამოვყალიბდეთ სტანდარტზე, რას ვასწავლით ფორმალურ სისტემაში. სკოლებში სახელოვნებო განათლება ხარისხობრივად შესაცვლელია. ამის შემდეგ უნდა განვსაზღვროთ არაფორმალური სახელოვნებო განათლების სივრცე და მოთხოვნები. სწორედ ასე დავიწყეთ ინკლუზიურ განათლებაზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ და მივედით იქამდე, რომ სპეცპედაგოგის სტატუსი შეიცვალა და მოხდა მათი მასწავლებლის სქემაში ჩასმა. ამ დიალოგსაც სჭირდება დრო. რაც უფრო ადრე დავიწყებთ აღნიშნულ პრობლემებზე მსჯელობას, დადებითად გადაჭრის უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება