სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით თამარ სანიკიძისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელები
04-10-2018
-
+


განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია, ხოლო განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გიორგი ვაშაკიძე წარადგინა.

etaloni.ge წარდგენილ თანამდებობებზე დანიშნული პირების შესახებ ზოგად ცნობებს წარმოგიდგენთ და მათ სამუშაო გამოცდილებას გაგაცნობთ: 
 
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი  ზვიად გაბისონია 19 წელია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას  ეწევა. მისი  გამოცდილება მოიცავს ასევე უმაღლეს თანამდებობებს კერძო სექტორში, -  იურიდიული პროფილის კომპანიებში. 
 
ზვიად გაბისონია, რომელიც იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ბრემენისა და ბონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია და გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში.  
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე კი ალფრედ ტოპფერის ფონდის, ჰამბურგის უნივერსიტეტის, მაქს-პლანკის სახელობის უნივერსიტეტის, ედმუნდ სიმერსის ფონდის სტიპენდიანტია. ის არაერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორია. ჰამბურგის უნივერსიტეტში მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის წოდებები.  
 
საერთაშორისო, კერძო და საჯარო მენეჯერულ თანამდებობებზე გიორგი ვაშაკიძეს მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ის 9 წელია აკადემიურ საქმიანობას ეწევა. ასევე იყო ექსპერტი გაეროს განვითარების პროგრამებში და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი.  
 
etaloni.ge შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩეული კანდიდატები წარადგინა, მათ შორის:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - ბერიკა შუკაკიძე;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - სოფო გორგოძე.
აღნიშნული თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა 10 სექტემბერს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება