სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის მოადგილეთა შემადგენლობა ისევ იცვლება
04-10-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილმა ნათია ზედგინიძე დაასახელა. ამავე დროს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობას კიდევ ერთი პირი დატოვებს.

ბატიაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2018 წლის 31 ოქტომბერს საკუთარი სურვილის საფუძველზე მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე დატოვებს. ხოლო ახალი მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი იქნება, რომელიც საკურატორო სფერო სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კორდინაცია და მონიტორინგი იქნება.   
  
ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი ბიზნესის მართვის მაგისტრსა და დოქტორია. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, მას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციზე მუშაობის  20 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. აქვს აკადემიური გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მონაწილეობდა არაერთ პროფესიული განვითარების პროგრამაში, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონის, მაასტრიხტის უნივერსიტეტებში და სხვა.    
 
etaloni.ge შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს ორი მოადგილე თემურ მურღული და ლია გიგაური გაათავისუფლა.  
  
ამჟამად კი მინისტრის მოადგილეთა სიაში მიხეილ გიორგაძე, ლევან ხარატიშვილი, ირინე აბულაძე, შალვა გოგოლაძე და ალექსანდრე თევზაძე შედიან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება