სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ორი ვარსკვლავი, რომელთა ცხოვრებაც მასწავლებლებმა შეცვალეს
03-09-2018
-
+


მასწავლებლების გავლენას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თავად ამ უაღრესად კეთილშობილური პროფესიის მქონე ადამიანებს წარმოუდგენიათ. 

ყველა წარმატებული პირის ისტორიაში მოიძებნება მასწავლებელი, რომელმაც გარდამტეხი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. Etaloni.ge წარმოგიდგენთ ორ ისტორიას მასწავლებელზე, რომლებიც პედაგოგთა ეფექტურ ზემოქმედებას ასახავს.

ემილი ბლანტი - მსახიობი 

ადამიანების უმეტესობამ ემილი ბლანტის შესახებ იცის, რომ „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ფილმის მსახიობია, თუმცა ალბათ ვერავის წარმოუდგენია, რომ მას 7-დან 14 წლამდე ასაკში ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა ჰქონდა, წინადადებების გადაბმაც კი უჭირდა. 

„მე ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და ბევრი სათქმელი მქონდა, მაგრამ ლაპარაკი არ შემეძლო“,-იხსენებს მსახიობი ერთ-ერთ ჟურნალთან, - „ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასე დავჯდებოდი და ვისაუბრებდი, როგორც ახლა“. 

ბლანტს სწორედ მასწავლებელი დაეხმარა, ლაპარაკის შიში დაეძლია. კერძოდ, მასწავლებელი მას  ურჩევდა სხვადასხვა ხმით, აქცენტით, გამომსახველობით ესაუბრა. ბლანტი თავიდან არ უჯერებდა, თუმცა საბოლოოდ მასწავლებლის რჩევა მიიღო და დიდი ძალისხმევის შედეგად, მსახიობიც კი გახდა. 

მაია ანგელოუ - ცნობილი ამერიკელი პოეტი 

სანამ ანგელოუ გავლენიანი პოეტი და ადამიანის უფლებათა დამცველი გახდებოდა, მან ურთულესი ცხოვრება გაიარა, რის გამოც ხმა კინაღამ დაკარგა. ბავშვობაში იგი ოჯახის ერთ-ერთი წევრისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. 

სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ის თითქმის 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად დამუნჯდა. ეს ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა, როცა მას ოჯახის მეგობარი დაეხმარა - მასწავლებელი, სახელად ბერტა ფლაუვერსი. სწორედ მისი დახმარებით დაიბრუნა ანგელოუმ საკუთარი ხმა.

მასწავლებელმა მას აფრიკული წარმოშობის ამერიკელი ხელოვანი ქალების ისტორია გააცნო, ასევე, წააკითხა დიკენსი, შექსპირი, ედგარ ალან პო და სხვა გენიალური ავტორები, რომელთა გავლენითაც მაია ანგელოუმ ცხოვრება დაიბრუნა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება