მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცოტა ხნის წინ youtube-ზე ვიდეოებს ვათვალიერებდი და სრულიად შემთხვევით ბავშვობისდროინდელ მულტფილმებს გადავაწყდი. ერთ სერიას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გავათენე ღამე არტურის, ნენსის, ლუის, რობოტას თუ რეინჯერების ყურებაში.
მეორე დილით კი ბავშვობის მოგონებებმა გადამაწყვეტინა სხვისთვისაც გამეხსენებინა ის ანიმაციები, რომლებიც წლების წინ ადრე ადგომას გვაიძულებდა.
მაშ ასე, ანიმაცია პირველი ანუ რა ხდება მაშინ, როცა მისის გრეივზი 402-ე ოთახის კარებს აღებს.
ცელქი არტური და ვინი, წითელთმიანი ნენსი და პოლი თავისი ლიტვური კოვზებით - „ბავშვები 402-ე ოთახიდან“-ის პირველი სერია ეთერში 2000 წლის 29 აგვისტოს გავიდა.
52 სერიისგან შემდგარი ანიმაცია 1999 წელს კომპანია Cinegroup-მა და Saban entertainment-მა შექმნა.
ის კანადურ-ამერიკული პროდუქტი იყო, რომელიც საბავშვო კომიქსების წიგნს „გრეისი გრეივზი და ბავშვები 402-ე ოთახიდან“-ს ეფუძნებოდა. კომიქსების ავტორები ბეტი და მაიკლ პარასკევასები არიან. კომიქსები 1995 წელს გამოიცა, შემდეგ კი მათი ფორმაცია მოხდა, რათა მულტფილმი გადაეღოთ.
ანიმაცია ორიენტირებულია სკოლის მოსწავლეებზე და მათ ურთიერთობაზე. მისის გრეივზი, მათი მასწავლებელი, მასწავლებლის იდეალური სახეა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში და მათთან ახლო ურთიერთობა აქვს. ყოველი ეპიზოდი განსაზღვრული პრობლების გადაჭრით სრულდება და მოსწავლეებისთვის კარგი გაკვეთილია.
მულტფილმი დაფუძნებულია სასაცილო ისტორიებზე, სკოლის მოსწავლეთა ცხოვრებიდან. პრაქტიკულად ყველა ეპიზოდი ვითარდება ორი სიუჟეტური ხაზით. მთავარ გმირებად გვევლინებიან ნენსი, ჯესი, პოლი და არტური, თუმცა ზოგჯერ წინა პლანზე გადმოდიან სხვა პერსონაჟებიც, მაგალითად ვინი და ფრედი. სერიალი წარმოაჩენს ბავშვის ფსიქოლოგიას და მათი ხასიათის თავისებურებებს. 1-40 სერიებში სიუჟეტი აღებულია კომიქსის თავებიდან, დანარჩენი სერიები კი, მეორე სეზონი (41-52-მდე) ორიგინალურია. ისინი ეფუძნება კომიქსებს, მაგრამ აღწერილი მოვლენები მასში მოცემული არ არის. სწორედ ამიტომ არსებობს საგრძნობი განსხვავება პირველსა და მეორე სეზონს შორის, სიუჟეტის დამუშავების, სიტუაციების და ხუმრობების ორიგინალურობის კუთხით.
ალბათ ყველას გახსოვთ მულტფილმის პერსონაჟები, უბრალოდ შეუძლებელიც კია მათი დავიწყება, მაგრამ მაინც გავიხსენოთ თითოეული მათგანი:
ნენსი ფრენსისი - გოგონა წითელ თმებში, მოდური იისფერიჩარჩონიანი სათვალითა და იისფერი კაბით კლასის არაოფიციალური ლიდერია. ნენსი თავმოყვარე და ეგოისტი გოგონაა, რომელიც ყველანარი ხერხით ცდილობს გახდეს პენის საუკეთესო მეგობარი. ნენსი მეგობრობს ჯესისთან, ხშირად აძლევს მას რჩევებს და უხდება იძულებითი ურთიერთობა პოლისთან. ახასიათებს სხვადასხვა უკიდურესობაში გადავარდნა, ადვილად ექცევა შთაბეჭდილების ქვეშ და მთლიანად შეპყრობილი ხდება ახალი გატაცებით.
პოლი მაკშეინი - პოლის ხსენებაზე პირველი რაც გვახსენდება,
ლიტვა და კოვზებია. ნახევრადლიტველ პოლის ძალიან უყვარს სამშობლო და მუდმივად ამტკიცებს
მისი ქვეყნის უპირატესობას. ზოლებიანი კაბითა და დიდი, მრგვალჩარჩოიანი სათვალით გამოწყობილი
პოლი ქედმაღალი და აბეზარია. მას შეუძლია ნებისმიერი დაასმინოს დირექტორთან, მოსწავლე
ან თუნდაც მასწავლებელი. ის ხუთოსანია. აქვს რთული ხასიათი და სურს ნენსისთან მეგობრობა.
პოლის აზრით, ის ერთადერთი და გამორჩეულია, მისი აზრი ჭეშმარიტებაა და ამის გამო, მას
მეგობრები არ ჰყავს.
ჯესი მაკკოი - ნენსის ბაღის მეგობარი და ზარმაცი, უიღბლო ჯესი დედამისის გამო ხშირად ვარდება უხერხულ სიტუაციებში. როცა საქმე სწავლას ეხება ყოველთვის ცდილობს ითაღლითოს, თუმცა მის გრეივზი მუდამ ახერხებს მის გამოაშკარავებას. ჯესი ასევე მეგობრობს ვინისთან და ერთად ხშირად ეხვევიან ათას ფათერაკში.
ვინი ნასტა - კლასის ხუმარა და ხულიგანი ბიჭი, რომელიც ერთ დროს ნენსის შეყვარებულიც კი იყო. მეგობრობს ჯესისთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგჯერ მაინც დასცინის და ბოროტად ეხუმრება მას. მისი მაისური ერთიანი ნომრით და ზემოთ აჩეჩილი თმა ნამდვილად დაუვიწყარია.
არტური - საქმიანი არტური, გამდიდრებაზე მეოცნებე და ჭკვიანია. მას შეუძლია გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში, მაგრამ ამასთან აქვს გარკვეული კომპლექსებიც, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავს. მას ხშირად აქვს სხვადასხვა ბიზნესი, მაგრამ მისის გრეივზის წყალობით, ყველა მისი წამოწყება წარუმატებლად სრულდება.
სანჯაი ბაქში- სკოლის პრეზიდენტი მოსწავლე, რომელიც დახმარების სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მისი ურთიერთობა პოლისთან, რომელსაც თავიდან ვერ იტანს, მაგრამ კომიქსის ბოლოს და სერიალის მეორე სეზონში, მოულოდნელად, მას ისუ ყვარდება. პოლის ეს არ უკვირს თუმცა არც მის გრძნობას იზიარებს და აძლევს უხეშ შენიშვნებს ერთობლივი ცეკვის დროს.
პენი გრანტი - კლასის პირველი „ლამაზმანი“, „ხუთოსანი“, კეთილი და გულისხმიერი გოგონა. ზრუნავს ეკოლიგიურ, ცხოველთა დაცვის და სიღარიბის პრობლემებზე. ხშირად არ იზიარებს სხვა ბავშვების ინტერესებს, რადგან მისი აზრით ეს ვიღაცის უფლებებს არღვევს. ამის მიუხედავად ის ყველა მოსწავლეს უყვარს და ნენსი უშედეგოდ ცდილობს გახდეს მისი საუკეთესო მეგობარი.
ფრედი ფეი - გულკეთილი და უწყინარი „ბოტანიკოსი“. პოლისთან და პენისთან ერთად, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა კლასში. გულუბრყვილო და მიმნდობი, ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, რის გამოც ხშირად ვარდება სულელურ სიტუაციაში.
და რა თქმა უნდა, ჯორდანი, მელანი, მერი ელენი, ტილი, ჩარლი, ჯენი და ასე შემდეგ...
ცალკე აღნიშვნის ღირსია, მისის გრეივზი, რომელიც ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელია. ის სიტუაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს და ამიტომაც, ყველა მოსწავლე მას აკითხავს რჩევებისთვის.
ვერაფრით გამოვტოვებდი მისტერ ბესერს - სკოლის დირექტორს, რომელიც არავის უყვარს სკოლაში და არც მის გარეთ, მისი დესპოტური და უსარგებლო საქციელების გამო. ის უმიზეზოდ სჯის მოსწავლეებს და ერთხელ, ბედის ირონიით ვინის ბიძაც კი აღმოჩნდა.
და ბოლოს, დედებისთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟით დავასრულებ მულტფილმზე საუბარს. რობერტა მაკკოი დედაა, რომელიც შვილზე გადამეტებულად ზრუნავს და ბავშვივით ექცევა. ის, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ჯესის მშობელია და ძალიან, ძალიან უყვარს საკუთარი შვილი, შეიძლება იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ჩვენ „ბავშვები 402-ე ოთახიდან“ გვიყვარდა.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
უჭირთ ნამდვილი და ცრუ ინფორმაციის გარჩევა, დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს
სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივლისს ჩატარდა
ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება
შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან