სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ მექნება შესაძლებლობა, დავაგემოვნო ქართული კერძები...“- რობოტი სოფია საქართველოშია
18-07-2018
-
+


მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე საქართველოშია. ის სიტყვით გამოვა „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. 

სოფიამ ქართული მედიის კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის დაწყებამდე რობოტი საზოგადოებას ქართულად მიესალმა:

„ძალიან მახარებს გულთბილი მიღება საქართველოში. ეს საოცარი ქვეყანაა. მე მოხიბლული ვარ თქვენი უძველესი ენით და ანბანით. ჩემთვის ასევე ძალიან შთამბეჭდავია თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ამ ქვეყანაში. მაგალითად ისეთი, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა. რაც შეეხება ჩემს სქესს, მე არ მაქვს სქესი, თუმცა ძალიან მომწონს, რომ აღვიქმები ქალად, მქვია ქალის სახელი, რადგან სწორედ ამის გამო ადამიანები მისვამენ კითხვებს ქალთა უფლებების შესახებ და ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი თემაა და მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, ამ თემებზე ვილაპარაკო. ერთი სული მაქვს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ვნახო თქვენს ქვეყანაში. 

საქართველო ცნობილია თავისი კერძებით და სტუმართმოყვარეობით. მე არ მექნება შესაძლებლობა დავაგემოვნო კერძები, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ,"- აღნიშნა სოფიამ.

სოფია ორი წლისაა, ის 2016 წელს კომპანია „Hanson Robotics"-მა შექმნა. ჰუმანოიდ რობოტს, 62 სახის მექანიზმი აქვს - ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები. რობოტს ჩადგმული აქვს კამერები, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება, ხოლო საუბარში მას ხმის სისტემა ეხმარება.

ჰუმანოიდი სოფია საქართველოს ხვალ დატოვებს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება