სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლით ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
02-07-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ნიჭისა და უნარების გასავითარებლად კი არაერთი აქტივობა იმართება. 

სასწავლო წლის მიწურულს, სკოლაში, საწრეო-საკლუბო შეხვედრების ფარგლებში („გააცოცხლე ზღაპარი”), მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შემაჯამებელი აქტივობა მოაწყვეს. 

მე-4 კლასელებმა სასკოლო საზოგადოებას თოჯინური სპექტაკლი წარუდგინეს.  ბავშვებმა სპექტაკლი ცნობილი ზღაპრის - „წითელქუდას“ მიხედვით დადგეს. 

იდეის ავტორი და ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ხატია მეკოკიშვილი გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების დახმარებით და ხელმძღვანელობით სპექტაკლისთვის საჭირო თოჯინები და დეკორაციები მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს.

„აქტივობის მთავარი მიზანი, მოსწავლეების გუნდურობა, მათი ჩართულობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და რაც მთავარია, ამ ყველაფრის სახელმწიფო ენაზე შესრულება იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება