სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე აცხადებენ, რომ სკოლის საპირფარეშოში ინციდენტის შესახებ პირველად გაიგეს
07-07-2018
-
+


თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე და მისი მოადგილე, თინათინ ყენია აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე სკოლის საპირფარეშოში ინციდენტის შესახებ პირველად გაიგეს. 

ამის შესახებ მათ დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმარტეს. 

თინათინ ყენიას ინფორმაციით, ის ხორავას ქუჩიდან პირდაპირ პოლიციაში წავიდა და სწორედ იქ გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში „რაღაც ინციდენტი“ მოხდა.

“პირადად მე დღეს, თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ მანდატურს ამის შესახებ არ უთქვამს“, - განაცხადა მანანა თურქაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები კითხავენ. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება