| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება „საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური“, რომლის ფუნქციებშიც შევა ინოვაციური მიმართულებით სახელმძღვანელოების შექმნა, ინსტრუქციების გაცემა და კონსულტაციები.
დეტალურად, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:
ა) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ბ) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;
გ) შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
დ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მომხმარებელთა გადამზადება, მათ შორის, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
ე) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, მომხმარებელთა სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება;
ვ) მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერის ერთიანი სისტემის (სატელეფონო ცენტრი) ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, მომხმარებელთა მიმართვების მიღება და კონსულტაციის გაწევა;
ზ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი, სისტემების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას