სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მფერხავის მილოცვა, ალილოს სიმღერა და საახალწლო სუფრის ტრადიციული კერძი - კალანდობა გურიაში
13-01-2026
-
+


ახალი წლის დადგომას მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა 1 იანვარს ზეიმობს, თუმცა საქართველოში დღესასწაული ორჯერ აღინიშნება, იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

ახალ წელთან დაკავშირებით საქართველოს ყველა კუთხეში ვხვდებით განსხვავებულ და საინტერესო ტრადიციებს, თუმცა 13 იანვრის ღამისთვის, განსაკუთრებით გურულები ემზადებიან, ისინი ახალ წელს „კალანდას“ უწოდებენ („კალანდა“ ლათინური სიტყვა Calendae-დან მომდინარეობს და თვის პირველ დღეს ნიშნავს).

კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია, რომელსაც ხალხური ტრადიციით, გურულები  წმინდა ბასილის პატივსაცემად რთავენ. რადგანაც ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი „ბასილის პურს“უწოდებდნენ.

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ, მერე კანს აცლიან, თლიან, თავზე ჯვარს უკეთებენ და კურკანტელით, ხილით, ტკბილეულით აფორმებენ, ქვემოთ კი სუროს უფენენ. ჩიჩილაკისთვის სუროს დაფენის ტრადიცია ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. სურო ოლიმპოს ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრის ცეცხლში დაწვას გადაერჩინა. სწორედ ამიტომ გურულებს სჯერათ, რომ ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებს ოჯახს.

პირველი ჩიჩილაკი გურიაში, სოფელ ბასილეთში დამზადდა.

გურიაში განსხვავებული სახელი აქვს მეკვლესაც და მფერხავს უწოდებენ. მას მასპინძელი ახალი წლის ღამეს ეზოში ხვდება, ალილოს ერთად მღერიან და ერთმანეთს კალანდობას ულოცავენ.

მეკვლემ ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა.

ახალუხში, გალიფე შარვალსა და ყაბალახში გამოწყობილი „მაინძელი“ სტუმრებს მარანთან მიუძღვებოდა ხის გობით. გობზე ეწყო: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით, ადესა-ღვინო; ხეჭეჭური-მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; ჯანჯუხა (ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა.

ამის შემდეგ, მეკვლე კარზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

კალანდობის გურული სუფრა და სამზადისი

ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ახალი წელს გურიაში ზეიმობენ.

საახალწლო სუფრის აუცილებელი ელემენტია ინდაურის ხორცისგან დამზადებული საცივი, ღომი და კეცის მჭადები. ასევე, განუყოფელი ნაწილია - საშობაო კვერი ტრადიციული გურული ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური, მოხარშული კვერცხით (ღვიძელი). ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი კი - ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოა.

ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა.

ახალ წლამდე სამზადისს  გურული კაცი 40 დღით ადრე იწყებდა. საკალანდო ღორსა და მამალს ცალკე, სასუქში მოათავსებდნენ, კალანდობამდე კარგად რომ გასუქებულიყო.

თუმცა, ტრადიციულად, მთელი რიგი მზადება და ფუსფუსი გურული ოჯახისთვის მაინც 13 იანვარს იღებდა სტარტს. კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას, შეიტანდა სახლში და დააწყობდა ცეცხლთან ახლოს, გასაშრობად.

კალანდობის ღამით დაწყებულ დროსტარებას გურულები მეორე დღესაც აგრძელებდნენ. კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში „კუჩხას“ ეძახიან. ოჯახი ვისაც მეკვლედ შეასახელებდა კალანდობის მეორე დღეს, აუცილებლად ის უნდა მისულიყო პირველი მათთან და შემდგომი ყველა სიკეთე, ხვავი და ბარაქა მისი ფეხის დამსახურებად ითვლებოდა.

ამ დღეს ოჯახში მეკვლეს საჩუქრად ტკბილეული მოჰქონდა და ბუხარს ანთებდა.

საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა ქართული სიმღერა სრულდებოდა, თუმცა განსაკუთრებულად „ალილოს“ მღეროდნენ.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ

 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება