| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია, ყველა კატეგორიის ბავშვებისთვის, 15 ივნისს დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ელექტრონულ რეგისტრაციას თავად მშობელი ახორციელებს ვებგვერდზე
მშობელი ვებგვერდზე ავსებს:
1. ბავშვის მონაცემებს – პირადი ნომერი, სახელი და გვარი;
2. საკუთარი მონაცემებს – მშობლის ტიპი (დედა/მამა/მეურვე/მზრუნველი), პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა;
3. ირჩევს ქალაქს და სასკოლო უბანს;
4. ირჩევს სასურველ სკოლას
5. ირჩევს სექტორსა და ცვლას.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე საყოველთაო ეტაპზე რეგისტრაცია დასწრებითობის პრინციპითაა, შესაბამისად მშობლებს ვთავაზობთ, მთავარ რჩევას - როგორ მოემზადონ ონლაინ რეგისტრაციის დღისთვის?
იყვნენ მობილიზებულები, მოამზადონ კომპიუტერული მოწყობილობები, წინასწარ ჰქონდეთ მომზადებული რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია/მონაცემები, წინასწარ ჰქონდეთ შერჩეული, ის საჯარო სკოლა, რომელშიც სურთ ბავშვის დარეგისტრირება და თვალი ადევნონ სკოლაში დარჩენილ თავისაფალ ადგილების შესახებ ინფორმაციას.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მშობლის მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელ. ფოსტაზე იგზავნება უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობით იგივე ვებ-გვერდის მისამართზე შესაძლებელია: რეგისტრაციის გადამოწმება; რეგისტრაციის გაუქმება.
რეგისტრაციის შემდგომ აუცილებელია სკოლაში დოკუმენტების წარდგენა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი