სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარების საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა
17-09-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის დღესასწაულია. 

იმართება მოსწავლეთა საზეიმო მიღება, დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ 15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის იყოს შთაბეჭდილებებით სავსე, პირველკლასელებმა კი ცოდნის ტაძარში თამამად შეაბიჯონ

ტრადიციულად, სკოლაში დიდი დღესასწაული გაიმართა. 

„განსაკუთრებული სიხარული სუფევდა ჩვენს სკოლაში 15 სექტემბერს. ტრადიციულად, საზეიმო განწყობით დავიწყეთ სასწავლო წელი. დღე კი განსაკუთრებულად გაგვილამაზეს ხარაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ მაია გელაძესთან ერთად“,- გვიყვებიან სკოლაში. 

საქართველოს ჰიმნის ფონზე ამ დღის მთავარმა გმირებმა - პირველკლასელებმა აღიმართეს სახელმწიფო დროშა. პატარებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. 

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსუსრვა

„გულითადად ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვესალმებით პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს გადადგეს პირველი ნაბიჯი სკოლის დიდი ოჯახისაკენ.

გისურვებთ წარმატებით სავსე წელს, ცოდნის სურვილს, შემოქმედებით აღმაფრენასა და დაუვიწყარ სკოლურ დღეებს! ხარაბის საჯარო სკოლა გილოცავთ! წარმატებული 2025–2026 სასწავლო წელი ყველას!“,- აღნიშნა სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება