სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოს ეტალონ მოსწავლეს“ სამსახური გარანტირებული აქვს
28-06-2018
-
+


2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონი მოსწავლე“ 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გამართულ ფინალურ შოუ-კონკურსზე გამოვლინდა. პირველობა წილად ხვდა თბილისის N155 საჯაროს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძეს.

მას „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულთან ერთად ფულადი პრიზები ერგო. ლაზარე ბედუკაძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერი გადასცა, ხოლო სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ სოლიდური თანხით დააჯილდოვა. ამასთან, რაც ყველაზე საინტერესოა, „ანაგის“ წარმომადგენელმა დაჯილდოებისას (სანამ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ მფლობელის ვინაობა გახდებოდა ცნობილი) განაცხადა, რომ თუ გამარჯვებულის სამომავლო საქმიანობა სამშენებლო ინდუსტრიასთან იქნება დაკავშირებული, მზად არიან თავიანთ კომპანიაში დააწყებინონ მუშაობა.

„სულმოუთმენლად ველოდებით გამარჯვებულის ვინაობის გამოცხადებას. წინასწარ მინდა ვუთხრა, რომ თუ მისი სამომავლო საქმიანობა დაკავშირებული იქნება სამშენებლო ინდუსტრიასთან, წლების შემდეგ გაიხსენოს ჩვენი კომპანიის შესახებ,“ - განაცხადა „ანაგის“ წარმომადგენელმა.

„ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 78  „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა. პირველ ცხრა ადგილზე გასული მონაწილისთვის ფულადი პრიზები კერძო კომპანიების დირექტორებმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესეს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი „ეტალონი“ 12 წელია არსებობს. ოთხი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება