სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
28-05-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში დაუვიწყარი ემოციები დაატრიალა. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დღის ბოლოს მოსწავლეთა პერანგები საუკეთესო სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. 

დირექტორმა და პედაგოგებმა ახალგაზრდებს მიმართეს და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

„გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ბავშვობის ფურცლების გადაფურცვლის დასრულებას. დღეიდან ახალ თავებს თქვენ თვითონ დაწერთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება