სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
25-06-2018
-
+


წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. მისი კლინიკაში შეყვანისთანავე ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებები ჩაატარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა. მას ოპერაცია უტარდება. 

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, კლინიკებს მომართა 19-მა პაციენტმა. მათ შორის, სამწუხაროდ, ერთ პაციენტთან დაკავშირებით იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები და გარდაიცვალა. ერთ კლინიკაში რჩება ამჟამად 8 პაციენტი, მეორე კლინიკაში 10 პაციენტი. მათ შორის არის ერთი ბავშვი, 4 წლამდე. ასევე, ერთი პაციენტი შეყვანილია საოპერაციოდ და მეორე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ.

წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დღეს დაეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება