სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1-ელი სექტემბრიდან ანაზღაურება იზრდება - განათლების კომიტეტმა ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
16-04-2025
-
+


2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან მეცნიერებათა და სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიების აკადემიკოსებისს ანაზღაურება 2000 ლარი გახდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით 14 აპრილს მიიღო.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა განისაზღვროს არანაკლებ 2000 ლარით, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის, აღნიშნული თანხა, ნაცვლად დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვროს.

„ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებები სახელფასო მინიმუმთან დაკავშირებით, ძალაში შევიდეს 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.

ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათსი ვკითხულობთ

„აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2000 ლარის ოდენობით.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით. ხოლო აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება