| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლის მოსწავლეები - ხვიჩა კუხალეიშვილი (VIII კლასი ) და ირაკლი ძიგუა (IX კლასი) შეირჩნენ Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - Fair Life: Balance მონაწილედ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ პოლონეთში, ქალაქ კშიჟოვაში ( 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ), სადაც მათ ქონდათ უნიკალური შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში, ტრენინგებსა თუ
ვორქშოფებში.
პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები 5 ქვეყნიდან: გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა შეეძინათ ახალი მეგობრები, გაეზიარებინათ
ერთმანეთისთვის გამოცდილებები და გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის ცოდნა, დაეთვალიერებინათ პოლონეთის ღირსშესანიშნავი ადგილები.
პროექტს ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია Kreisau-Initiative, რომლის პარტნიორია საქართველოში ასოციაცია „ათინათი“.
ჩხორიის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ასოციაცია „ათინათს“ (ხელმძღვანელი: რუსუდან ყალიჩავა) და პროექტის ლიდერს - ნინი ღურწკაიას, ხოლო მოსწავლეებს უსურვებს მორიგ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი