სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლე-მასწავლებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობები“- სეფიეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ბჟალავა
17-03-2025
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ბჟალავა მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, მათ მოტივაციასა და წახალისებაზე ზრუნავს და ამაყობს როცა მათგან უკუკავშირს იღებს.

მისი თქმით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე ერთმუშტად შეკრულ გუნდსა და ერთსულოვნებას გულისხმობს საერთო მიზნის მიზაღწევად -  განათლებული და ერუდირებული თაობის აღსაზრდელად. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სეფიეთის საჯარო სკოლის პედაგოგი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სკოლაში არსებობს ყოველგვარი პირობები სასკოლო პროცესისა და მოსწავლეთა სწავლისგან თავისუფალი დროის სწორი ორიენტაციისთვის. როცა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის არსებობს თანამშრმლობითი ურთიერთობები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლე-მასწავლებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობები.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ერთმანეთთან არიან მეგობრულები, აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო სამოქმედო გეგმით გაწერილ აქტივობაში და აქვთ შემოთავაზება პოზიტიური საკითხებისა.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლექტივის წევრების ერთსულოვნებას და თანამშრომლობით წარმატებულ საქმიანობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში და დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ნაწარმოები რომლის წაკითხვას ყველას ვურჩევდი, არის კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ღონისძიება რომელიც სასკოლო ცხოვრებისას ძალიან მახალისებდა იყო „აბა გამოიცანი“, რომელიც მოითხოვადა ლოგიკურ აზროვნებას, ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება