| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ.
eTwinning პროექტის - „მეგობრობა ყველა კარს ხსნის“ დამფუძნებელი გახდავთ დილისკის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე, თანადამფუძნებელი კი ვალენტინა თედოროვა ჩრდილოეთ მაკედონიიდან.
2 დეკემბერს, გაიმართა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა მასწავლებლებისთვის, „ზუმის“ პლატფორმაზე, შეხვედრის მიზანი იყო პროექტის გეგმის, ამოცანებისა და აქტივობების გაცნობა.
პრეზენტაცია წარადგინა პროექტის დამფუძნებელმა - იამზე მსხვილიძემ.
17 თებერვალს კი ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის Zoom-ის პლატფორმაზე.
შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა გაცნობა, კულტურული დიალოგის წახალისება და ახალი მეგობრული კავშირების შექმნა.
პროექტის დამფუძნებელმა, იამზე მსხვილიძემ, მონაწილეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და აქტივობები:
პროექტის - „მეგობრობა ყველა კარს აღებს“ ზოგადი მიზნებია:
როგორც პროექტის ხელმძღვანელი გვეუბნება, პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას, მიზანი კი რაბათის ისტორიულ ციხე-კოშკში ჩამწყვდეული ლილეს გათავისუფლებაა.
პროექტის აქტივობების ჩამონათვალი ბევრია, მათ შორის აღსანიშნავია:
პროექტის მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი, უკრაინა, პოლონეთი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს