სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შთამბეჭდავი კულტურული ტური მოაწყეს
26-02-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სკოლა სასიამოვნო და მრავალფეროვან მოგონებებთან იყოს დაკავშირებული, სწორედ ამიტომ სასწავლო სივრცე სკოლის შენობის კედლებსაც სცდება და სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების გარდა ყურადღებას მახვილდება გასვლით ღონისძიებებზე. 

სკოლის მუსიკის პედაგოგის, შორენა მაღმაკელიძის ინიციატივითა და ორგანიზებით მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ „მეიდან ბაზრის“ საოცარ მუზეუმს,  საღამოს კი დაესწრნენ ოპერას - „კარმენი“.  

აღსანიშნავია, რომ მუზეუმებსა და ოპერაში საგანმანათლებლო ვიზიტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ცნობიერებისა და თვითშეგნების  ჩამოყალიბებაში. მუზეუმებთან ურთიერთობით მოსწავლეს უყალიბდება ღირებულებითი დამოკიდებულება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, სწავლობს საგნებისა და მოვლენების ახლებურ ხედვას, ეჩვევა კულტურულ ძეგლებთან ურთიერთობას, უვითარდება შემოქმედებითი ინტერესები.

სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან მუსიკის პედაგოგს ასეთი შესანიშნავი და დაუვიწყარი აქტივობის ორგანიზებისთვის. 




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება