სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განჯალის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა, მესამკელასელებთან ერთად კომუნიკაციის უნარების განმავითარებელი აქტივობა ჩაატარა
26-02-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ბილინგვური სწავლების ხარისხიც მოწოდების სიმაღლეზეა.

დიახ, განჯალის საჯარო სკოლელებმა ზუსტად იციან სახელმწიფო ენის მნიშვნელობაც და მისი ცოდნის აუცილებლობასაც სრულად აცნობიერებენ, რაც უდავოდ, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოებისა და დირექციის დიდი დამსახურებაა.

ახლახან, განჯალის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგ ნინო სიმონიშვილთან ერთად, საინტერესო აქტივობა შემოგვთავაზეს.

აქტივობის თემა გახლდათ „ინტერვიუ“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეიტყვეს ინტერვიუს არსი, შეისწავლეს, თუ როგორ უნდა დასვან კითხვები სწორად და მიიღონ ინფორმაცია სხვა ადამიანების შესახებ, ეს ყველაფერი კი კომპლექსურად, აუცილებლად დაეხმარება თითოეულ მათგანს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.

„თემის განსამტკიცებლად მასწავლებელმა დაგეგმა სხვადასხვა აქტივობები.

1. კომუნიკაციის უნარების განვითარება – მოსწავლეები სწავლობენ კითხვების სწორად ფორმულირებას და აქტიურ მოსმენას.

2. შემოქმედებითობის წახალისება – მიკროფონების დამზადება ხელს უწყობს მათ ხელნაკეთი ნივთების შექმნის უნარის გაუმჯობესებას.

3. მედია და ჟურნალისტიკის გაცნობა – ინტერვიუს აღება ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, როგორ მუშაობს ჟურნალისტიკა და მედიის ძირითადი პრინციპები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება