სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავით აღმაშენებელი-900“ - თბილისის N108 საჯარო სკოლაში მეფეთა მეფეს მასშტაბური ღონისძიებები მიუძღვნეს
24-02-2025
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და  მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ცოდნის განსამტკიცებლად არაერთ თემატურ აქტივობასაც ატარებენ.

ახლახან, დავით აღმაშენებლის ხსოვნას თბილისის N108 საჯარო სკოლამ კვორეული მიუძღვნა „დავით აღმაშენებელი-900“ - რომლის ფარგლებშიც განხორციელდა რიგი აქტივობები, კერძოდ:

მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება;

თანატოლგანმანათლებლობა - უფროსკლასელების პრეზენტაციები უმცროსკლასელებთან, საინფორმაციო ვიდეორესურსების ნახვა/განხილვა;

ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები მათემატიკასა და ისტორიაში „დავით აღმაშენებლის ეპოქა - მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“, გეომეტრიასა და გეოგრაფიაში „დავით აღმაშენებლის ბრძოლების დროინდელი რუკების შექმნა და მარშრუტების დაგეგმვა";

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრების მიერ განხორციელდა - „საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება გელათის აკადემიაში, საღებავი მცენარეები და გელათის ფრესკები“, „სასმელი წყლის პრევენცია დავით აღმაშენებლის ეპოქაში“, „სამკურნალო მცენარეები შუა საუკუნეების მედიცინაში“.

სპორტის კათედრის წევრების მიერ განხორციელდა სპორტული აქტივობები (ძველი ქართული სპორტის სახეობები, ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურტში/ფეხბურთში/ფრენბურთში);

ასევე განხორციელდა არაერთი პროექტი „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“ - 1. ,,ძლევაი საკვირველი"; 2. „გელათი - მეორე ათინა“; 3. ,,მეფე მწიგნობარი"; 4. ლექსები/სიმღერები/მოთხრობები დავით აღმაშენებელზე; 5. „გალობანი სინანულისანი“ - ადამიანობის საზომი;

ჩატარდა გასვლითი გაკვეთილები: ა. იარაღის მუზეუმში - ,,შუა საუკუნეების საჭურველი და მისი ქიმიური შემადგენლობა"; ისტორიის მუზეუმში; ხელნაწერთა ინსტიტუტში; ხელოვნების მუზეუმში;

ისტ-ის გამოყენებით ჩატარდა სპექტაკლი - ,,დროის მანქანა - დავით აღმაშენებელი 21-ე საუკუნეში".

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება