| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამის დასტურია იდეათონი გურიის სკოლებისთვის - პროექტების კონკურსი, რომელიც CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გაიმართა და რომელშიც ნიგვზიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობა უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა.
ეს გახლავთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „მწვანე გურია-ადგილობრივი დემოკრატიისა და სკოლის განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებსა და გერმანული ფონდის Brot fur de weft, / GlobaL PIaTForms- ის მხარდაჭერით.
„მადლობას ვუხდით პროექტის ( „ფირალების გამოქვაბული“) წარმდგენ მოსწავლეთა გუნდს: მალხაზ სურმანიძეს, ია მიქელაძეს, ნანუკა ჟვანიას, პროექტის მენტორს, ქალბატონ შორენა ფილიაკოვასა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გურიის კოორდინატორს, ბატონ გიორგი ჭკუასელს თანამშრომლობისა და უდიდესი თანადგომისთვის!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „ფირალების გამოქვაბულის არქეოლოგების მიერ გამოკვლევა და კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდება“.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ