სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“ - შთამბეჭდავი ღონისძიება დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში
24-02-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და ცოდნის ტრანზიციის კვალდაკვალ, შემეცნებითი აქტივობებიც ხშირად ტარდება.

მასშტაბური ღონისძიებით შეუერთდა ლაითურის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს, აქტივობას კი ლაიტმოტივად გასდევდა გოდერძი ჩოხელის სიტყვები: „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“.

„მწვანე თაობის“ ინიციატივით წიგნის ხმამაღლა კითხვის კვირეულს ჩვენი სკოლა რამდენიმე აქტივობით გამოეხმაურა. კერძოდ, უფროსი თაობის მოსწავლეებმა პატარებს წაუკითხეს გოდერძი ჩოხელის, რევაზ ინანიშვილისა და სხვა მწერლების მოთხრობები, ხოლო დასასრულს, დასკვნითი ღონისძიება ჩაატარეს დევიზით - „იკითხე ხმამაღლა - შეცვალე მსოფლიო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ორგანიზატორებმა დისკუსიაზე მოიწვიეს პედაგოგები და თანატოლები, წაიკითხეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნის შესახებ, დასვეს კითხვები: რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები და ცვლის თუ არა კარგი წიგნი ადამიანს უკეთესობისკენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და გამოითქვა მოსაზრება,რომ დაიგეგმოს შემდგომი ღონისძიებები მოზარდებში წიგნიერების დონის ასამაღლებლად.

„მადლობა ბავშვებს ჩართულობისა და ინიციატივებისთვის“, - ასე გამოეხმაურა ლაითურის საჯარო სკოლა ჩატარებულ ღონისძიებას, რომელსაც ასევე შეუერთდა  სკოლის ინტელექტკლუბი „ფენიქსიც“ ზამთრის სერიის მორიგი შეხვედრით;

აქტივობაში მონაწილეობდნენ VII-XI კლასის მოსწავლეთა გუნდები; დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „მზის შვილები“ (კაპიტანი გახლავთ - გიორგი დუმბაძე: წევრები - ზაურიკო თოლორდავა, ალექსანდრე დოლიძე, ლუკა მიქელაძე,ნინი ჯაფარიძე, გურანდა ართმელაძე, დავით სურმანიძე) ).

„ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას მომავალში“, - ნათქვამია დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება