| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლაში 21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სომხური ენის მასწავლებელმა, კარინე ღაზარიანმა მოსწავლეებთან ერთად ჯავახი ლირიკოსი პოეტის, ვაჰან ტერიანის დაბადების დღე აღნიშნეს.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეებმა: ლაურა შირინიანმა, მარგო ვართანიანმა, ემა შირინიანმა, ასტრიდ ვართანიანმა, დავით პაპოიანმა, გალია ასატრიანმა, ანალია ასლანიანმა და სხვებმა „წარმოთქვეს ვაჰან ტერიანის ლამაზი, საუკეთესო, გულში ჩამწვდომი, ლირიკული ლექსები“.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და მას სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დაესწრნენ.
ინფორმაციისთვის: 21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.
იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს