სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი აბაშის, ნოღოხაშისა და მაიდნის საჯარო სკოლების წარმატება საგანმანათლებლო კონფერენციაზე
21-02-2025
-
+


აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, 2025 წლის 19 თებერვალს  ჩატარდა კონფერენცია „ვილაპარაკოთ დავით აღმაშენებელზე“.

რესურსცენტრის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი საუკეთესო თემა და გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სერტიფიკატები.

პირველი ადგილი დაიკავა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის, ძველი აბაშის საჯარო სკოლამ, მეორე საპრიზო ადგილი აბაშის მუნიციპალიტეტის, ზანათის საჯარო სკოლას ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზეა დუტუ მეგრელის სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის, სუჯუნის საჯარო სკოლა. 

გარდა ამისა, გადანაწილდა საპრიზო ადგილები გარკვეულ ნომინაციებში, რომელთა შორის „სიღრმისეულ გააზრებაში“ გაიმარჯვა ქალაქ აბაშის, ნოღოხაშის საჯარო სკოლამ, ხოლო ნომინაციაში  „ორიგინალურობა“ გაიმარჯვა აბაშის მუნიციპალიტეტის, მარანის საჯარო სკოლამ, ნომინაციაში „თხრობის ორგანიზებულობა“ კი გამარჯვება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას ხვდა წილად. 

მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი მსგავსი სახის აქტივობებს სისტემატურად განახორციელებს.

„დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა - ნინი ხორავამ და სალომე ნადარეიშვილმა კონფერენციაზე პირველი ადგილი მოიპოვეს! 

ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ გამორჩეული შედეგის მიღწევა, როცა საკუთარ ცოდნას, შემოქმედებით აზროვნებას და გუნდურ მუშაობას  აერთიანებენ.

ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ მომავალ წარმატებებს...“ - ასე გამოეხმაურა ძველი აბაშის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა მიღწეულ წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება