| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლა წლებია ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი წარმატებული მოსწავლისთვის დაულოცავთ გზა დირექციას და პროფესიონალ მასწავლებლებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე.
დიახ, ქუთაისის N36 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული გაუცილებია და გამონაკლისი არც ამჯერად გვაქვს - გვინდა, გაგაცნოთ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, რომლებსაც მშობლიური - ქუთაისის N36 საჯარო სკოლა საჯაროდ ლოცავს ამ დიდ წარმატებას:
„გილოცავთ წარმატებას!
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას!
თქვენმა შრომამ, ცოდნისკენ სწრაფვამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო, და დღეს ამ ჯილდოებით ღირსეულად დაგიფასდათ თქვენი ძალისხმევა“, - ასე ეხმაურება სკოლა სოციალურ ქსელში წარჩინებული კურსდამთავრებულების წარმატებას და გვაცნობს თითოეულ მათგანს:
მარიამ არველაძე - ოქროსმედალოსანი;
ქეთი აფრიდონიძე - ვერცხლისმედალოსანი;
მარიამ ახვლედიანი - ვერცხლისმედალოსანი;
ნინი გორგოძე - ოქროსმედალოსანი;
ანანო დგებუაძე - ოქროსმედალოსანი;
ნინო კახიძე - ოქროსმედალოსანი;
დავით მიქელთაძე - ოქროსმედალოსანი;
მარიამ ნემსიწვერიძე - ოქროსმედალოსანი;
მარი ჯანჯღავა - ოქროსმედალოსანი.
„გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას ცხოვრების გზაზე! დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი მიღწევებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს სკოლასაც ასახელებთ!
გვწამს, გენდობით და თქვენს შემდეგ წარმატებებს მოუთმენლად ველით!
სიყვარულით და პატივისცემით,
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ