სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი სვანეთი“ - იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების შთამბეჭდავი კონფერენცია
14-02-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის, იდლიანის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში და საკუთარ შესაძლებლობებსაც მაქსიმალურად წარმოაჩენენ.

ახლახან იდლიანის საჯარო სკოლაში გაიმართა შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე - „ჩემი სვანეთი“; აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, მათ დეტალურად ისაუბრეს მშობლიური კუთხის უნიკალობაზე, თავისებურებებზე, ენითაღუწერელ სილამაზეზე, ტრადიციებზე... და დამსწრე საზოგადოებას, თანატოლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სამშობლოს პატრიოტიზმი მშობლიური კუთხის სიყვარულით იწყება.

პრეზენტატორები კი იყვნენ:

1. მიშიკო ჭკადუა, VIII კლასი, რომელმაც სვანეთის გეოგრაფიულ თავისებურებებზე ისაუბრა,  სვანეთის გეოგრაფია

2. ანი ქვარცხავა, VIII კლასი, რომელმაც ადგილობრივი კედლის მხატვრობა წარმოაჩინა;

3. ედუარდ ზუმაძემ - VIII კლასი - სვანეთის ხელოვნების შესახებ ისაუბრა;

4. ნინი კვანჭიანმა კი - VIIIკლასი - სვანეთის ეთნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება;

5.ლიზი დავითიანმა - IX კლასი - სვანეთის ისტორია გააცნო სასკოლო საზოგადოებას;

6.სოფიკო ჭკადუამ - IX კლასი - სვანეთის არქეოლოგიის ლაბირინთებში „იმოგზაურა“;

7. ლიკა ჭკადუამ - X კლასი - სვანეთის გეოლოგიის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია.

„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის“, - ასე გამოეხმაურა იდლიანის საჯარო სკოლა სვანეთის შესახებ წარმოდგენილ პრეზენტაცას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება