| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნა სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობით გაიმყარონ და ამის დასტურია დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ სიჭინავას ხელმძღვანელობითა, II-III კლასების მოსწავლეებისთვის, ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.
სახალისო ვიდეოების, კომიქსებისა თუ პრეზენტაციების დახმარებით, ცნობისმოყვარე პატარები მეფე დავითის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს წლებს გაეცნენ, შეხვედრის დასასრულს კი ჩატარდა დისკუსია.
„ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავად შეექმნათ კომიქსები... დიდი მადლობა, მარიამ მასწავლებელსა და ჩვენს პატარა მერცხლებს, საინტერესო ინფორმაციისა და ჩართულობისთვის“, - ასე შეაფასეს იდლიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა აქტივობა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ