| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და საამაყოა, რომ ბილინგვური განათლება სკოლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები ტარდება და მათ შორის აღსანიშნავია პროექტი სახელწოდებით „ჩემი სოფლის ისტორია“, რომელიც ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის - სოფიო ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში XI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტზე მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლის ფარგლებშიც მოიძიეს ინფორმაცია, გაესაუბრნენ სოფლის მკვიდრ უხუცესებს და დამსწრე საზოგადოებას მრავლისმომცველი, ინფორმაციული, საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზეს.
„მოსწავლეებმა თანატოლებს უამბეს სოფლის დაარსების ისტორია, ისაუბრეს იმ პერიოდის შესახებ, როცა მოხდა მათი სოფელ ალათუმანში ჩამოსახლება, ასევე ისაუბრეს სოფელში დაბადებული და გაზრდილი ღვაწლმოსილი ადამიანების შესახებ, გაიხსენეს ალათუმანში არსებულ სამების ტაძრის, ძველი და ახალი სკოლების ისტორია, ტრადიციები.
„მოსწავლეებმა პროექტის წარმოდგენის დროს ხაზი გაუხვეს სოფლის ლამაზ ბუნებას, განსაკუთრებით კი აღნიშნეს ტბა მიმინეთის თვალწარმტაცი სილამაზე და სოფელში არსებული წყარო, რომელსაც ლეგენდის მიხედვით, ბევრი სამკურნალო თვისება ჰქონია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ