სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
12-02-2025
-
+


დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ პედაგოგთა უშუალო ჩართულობით.

„მეფე მწიგნობარი“ - ასეთი იყო თემა გაკვეთილისა, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიუძღვნეს III „ა“ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თეა არონიას ხელმძღვანელობით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობა XI „ბ“ კლასის მოსწავლეების ჩართულობით წარიმართა.

უფროსკლასელებმა პატარა მეგობრებს: მოუმზადეს პრეზენტაცია - „მეფე დავითის მოღვაწეობა და ცხოვრება“; წაუკითხეს საინფორმაციო ტექსტი თემაზე: ,,მეფე მწიგნობარი".

საგაკვეთილო პროცესი კი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო, საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა VI „ბ“ კლასში და პედაგოგმა მარინა ბოჭორიშვილმა მოსწავლეები დავით აღმაშენებლის ეპოქაში ამოგზაურა. აქტივობას ასეც უწოდეს: „მოგზაურობა დავით აღმაშენებლის ეპოქაში“, რომელიც მოიცავდა რამდენიმე კომპონენტს:

მოსწავლეები გაეცვნენ პრეზენტაციას მეფეთა მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში; შექმნეს მცირე ზომის თხზულებები: „მე რომ დავით აღმაშენებელი ვიყო“, ხოლო  მეთერთმეტეკლასელთა ჩართულობამ აქტივობაში, ხელი შეუწყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა შორის თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას.

მოსწავლეთა აქტიურობამ, ინტერესმა ცხადყო: ისტორია და ეროვნული ფასეულობები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია!

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ლიტერატურული კომპოზიციით - „მეფე დავითი“ - გამოეხმაურა II „ბ“ კლასი, პედაგოგ მაია სვანიძის ხელმძღვანელობით. პატარებმა ისაუბრეს მეფეთ მეფე დავითის ღვაწლსა და მის დამსახურებაზე ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

წაიკითხეს ქართველ პოეტთა მიერ დავით მეფისადმი მიძღვნილი ლექსები და უნდა აღინიშნოს, რომ  პატარების მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვაში ჩანდა საოცარი სიყვარული და პატივისცემა ღირსეული წინაპრისადმი.

VI „ა“ კლასის მოსწავლეები კი პედაგოგების - სალომე უგულავას, მარინე ზარქუასა და ირმა მონიავას ხელმძღვანელობით, გელათის ტაძარს ესტუმრნენ, ხოლო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის (პედაგოგები: მ.ზარქუა, ნ.ხურციძე, ლ.ნათენაძე ე.ნაროუშვილი) ორგანიზებით, ჩატარდა კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა - „დავითობა, გელათობა 900“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა:

მოაწყვეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ნახატების გამოფენა (ხელოვნების პედაგოგი ნატო დანგაძე);

მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და აპლიკაციის საშუალებით აამეტყველეს თემატური ნახატები;

წაიკითხეს დავითის უცნობი ისტორიკოსის მატიანე: „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი" (მატიანეთა კრებული ,,ქართლის ცხოვრება’’), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“- ამ აქტივობით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ;

მე-10 კლასის მოსწავლე ნიკა მონიავამ ისაუბრა დავით მეფის, როგორც საზოგადო მოღვაწის შესახებ;

წარმოადგინეს პრეზენტაციები გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის , გელათის აკადემიის დაარსების მნიშვნელობისა და აკადემიის რექტორის იოანე პეტრიწის შესახებ; ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე გამოწვევებზე. ისაუბრეს პრობლემებზე.

პრეზენტაციები, დიალოგი აუდიტორიასთან წარიმართა ქართულ-ინგლისურ ენებზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება