| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
სწორედ ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიებები განაპირობებს მოსწავლეების მოტივაციას, ისწავლონ უკეთ, მით უმეტეს, რომ კორხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბილინგვურ განათლებას, რასაც ემსახურებოდა საახალწლო ღონისძიებაც.
აღსანიშნავია, რომ მასშტაბურ ღონისძიებაში მე-2. მე-3, მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ღონისძიება ჩატარდა ბილინგვურად. ბილინგვური განათლების სპეციალისტის - იზოლდა ფოცხვერაშვილის ინიციატივით. მასში მონაწილეობა მიიღეს მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც ორ ენაზე შეასრულეს მუსიკალური ნომრები, საკუთარი შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს და კიდევ ერთი ლამაზი დღე შემატეს კორხის საჯარო სკოლის ისტორიას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ