სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
11-02-2025
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლა ყოველთვის ეხმაურება მსოფლიო მნიშვნელობის ისეთ მოვლენებს, რომლებიც მოსწავლეთა განათლებას, წიგნიერებას, მსოფლმხედველობის გაფართოებასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს; სწორედ ასეთი გახლავთ წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოსწავლეებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას წარმოგვიდგენენ.

წიგნის  საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლიტერატურის, კითხვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ, გაიზიარონ ერთად კითხვის სიამოვნება. ამ დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. ️სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები ერთი სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ − გარშემო ერთიანდებიან.

„ჩვენი სკოლის მეორეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ეს დღე საინტერესოდ აღნიშნეს და კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებიც  განახორციელეს: 

შექმნეს პოსტერები; 

აჩუქეს ერთმანეთს წიგნები და  წაიკითხეს ამონარიდები;

კლასის დამრიგებელმა წაუკითხა ბავშვებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის „ნამცეცა“, მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს და ნახეს ამ ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტფილმი;

ასევე ესტუმრნენ  სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც მასპინძელმა პედაგოგმა, კატო ბერაძემ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში ჩართო და სახალისო დავალებებიც შეასრულებინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„მადლობა ჩართულობისთვის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებლებსა და მშობლებს! კვირეულმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა!“, - ასე აფასებენ თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა მიერ ჩატარებულ აქტივობებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება