სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N6 სკოლის მე-2 კლასელებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „პეპი გრძელწინდას“ განხილვა მოაწყვეს 
11-02-2025
-
+


ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო წაკითხული წიგნის - ასტრიდ ლინდგერნის - „პეპი გრძელწინდას“ განხილვა.

მე-2 კლასელებმა ერთმანეთს უამბეს მათთვის საინტერესო, სასაცილო ამბები. გაიმართა დისკუსია პეპის თვისებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პატარებმა ერთმანეთს მისცეს რჩევები, წარადგინეს მათი თვალით დანახული და დახატული პეპის პორტრეტები.

მეორე კლასის ხელმძღვანელი რიტა კეთილაძე გახლავთ, სკოლის ბიბლიოთეკარი კი სალომე არქანია.

აღსნიშნავია, რომ აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს

წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება