| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წლისათვის აღსანიშნავად, ქსოვრისის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, გააფორმეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დავით აღმაშენებელი“, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წერილი მისწერეს მეფე დავითს.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა ვიქტორინა - „როგორ ვიცნობთ დავით აღმასენებელს“ VII-XI კლასებში ჩატარდა ესეების კონკურსი - „დავითი საქართველოს გამაერთიანებელი მეფე“ და ბოლოს VIII -კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მზია მანჯიკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს დასკვნითი ღონისძიება „ძლევავ საკვირველო - დავით“!
სკოლის დირექცია მადლობას უხდის აქტივობებში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ