| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
მე-5 კლასელებმა ამ გამორჩეულ თარიღთან დაკავშირებით შეისწავლეს ქართველი პოეტების ლექსები მიძღვნილი საქართველოს საამაყო მეფის - დავით აღმაშენებლისადმი.
მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ანა კალანდაძის ლექსმა - „ფეხი დამდგით, გულზე დამდგით“. მოსწავლეებმა ასევე იმღერეს „საქართველოს იავნანა “. შექმნეს პლაკატი - „ჩემო საქართველო“.
„საქართველოს და ქართველი ხალხის უძველესი ისტორია ვაზთან არის დაკავშირებული. საქართველოსთვის თავდადებული მეფეები, რომლებიც საქართველოსთვის თავს სწირავდნენ წმინდანნი არიან. ერის ისტორია ერის სიმდიდრეა. ჩვენი ისტორია უკვდავია, ჩვენი საქართველო კი თავდადებული გმირების მშობელი“,- აღნიშნავენ მოსწავლეები, რომელთაც სწორედ ეს აზრი ჩააქსოვეს პლაკატში და ზედ სიმბოლურად ვაზი გამოსახეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ