| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
წარმატებით დასრულდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებული ლიდერ მოსწავლეთა კონკურსი.
იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-10ე კლასის მოსწავლე ანი ჭიჭუეიშვილი კი, რომელმაც შექმნა სამოქალაქო განათლების კლუბი „მუდმივი მოძრაობა“ და 3 თვის განმავლობაში იკვლევდა თემში არსებულ პრობლემებს, გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას, გეიმიფიცირებულ პროგრამაში გაიმარჯვა და საუკეთესო ადმინისტრატორად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ანის საზეიმო ცერემონიაზე მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი: მაია გოცირიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი - ნინო თევდორაძე გახლდათ.
„ვულოცავთ ანის კიდევ ერთ წარმატებას და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ!“, - აღნიშნეს სკოლაში და წინსვლა უსურვეს მოსწავლეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ