სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაში  
24-01-2025
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კედლებში ნიჭიერი, პროგრესული, მოტივირებული და წინსვლაზე ორიენტირებული მოსწავლეები იზრდებიან, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ სართაშორისო ასპარესზეც წარმატებას აღწევენ. 

10 დეკემბერს, ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიადა FEMO -მათემატიკაში, სადაც მონაწილეობდა 18ქვეყნის, 32ქალაქის, 4500-ზე მეტი მონაწილე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან. საკმაოდ რთულ ოლიმპიადაში დიდებს ტოლი არ დაუდეს ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-4 და მე-2გ კლასის მოსწავლეებმა: დაჩი ჭამიაშვილმა, ნიკოლოზ თოდუამ, ანასტასია ლაბატყავამ, ტაისია ლომთაძემ, სარა აბდულატიფმა.(დამრიგებელი: სოფო თედოშვილი) და ომარ აბდულლატიფმა (დამრიგებელი: ვერა კვიცარიძე).

დაჩიმ და ტაისიამ მე-3 ადგილი დაიმსახურეს, სარამ მე-2 ადგილი, ნიკოლოზი და ანასტასია დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ხოლო ომარმა პირველი ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები მიწვეულები არიან ფინალზე, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ივნისში.

„ვულოცავთ სკოლას, ბავშვებს, მასწავლებლებს და მშობლებლებს. ეს არის ოჯახი სადაც თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს მიზნად აქვს აღმოაჩინოს, გამოაჩინოს და გზა გაუხსნას სწრაფადცვალებად ქვეყანაში მომავალ თაობებს. მადლობა დირექტორს ქ-ნ, სალომე სარალიძეს, თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის, მადლობა საამაყო N1 საჯარო სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება