| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

4 დეკემბერს, წალკაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ერთად გავიცნოთ საქართველო“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოზნისა და კოხტის საჯარო სკოლები.
ღონისძიები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამების - „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ და „ასწავლე საქართველოსათვის“ და წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაში წალკის მასშტაბით 16 საჯარო სკოლა მონაწილეობდა: 4 სომხურენოვანი, 12 ქართულენოვანი. თითოეულმა მონაწილე სკოლამ საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინა, ისტორიით, სამზარეულოთი, ფოლკლორითა და ტრადიციებით.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სომხურენოვანი სკოლები: ოზნის საჯარო სკოლა, რომლის მოსწავლეებმაც წარმადგინეს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თრიალეთი, თავისი კულტურითა და ტრადიციებით, ჩივთქილისის საჯარო სკოლამ საინტერესო პრეზენტაციას აფხაზეთს მიუძღვნა, კიზილქილისის საჯარო სკოლამ კი - კახეთს და დარაქოვის საჯარო სკოლამ წარმოადგინა ერზრუმიდან გადმოსახლებული სომხების ყოფა-ტრადიციები.
მონაწილე სკოლებმა გაიმარჯვეს სხვადასხვა ნომინაციაში, რისთვისაც ორგანიზატორებმა გადასცეს ფასიანი საჩუქრები.
გამარჯვებული გუნდი გახდა კოხტის საჯარო სკოლა, რომელმაც აჭარის კუთხე წარმოადგინა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩართული ოზნის საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდსა და ნომინაციების მფლობელებს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ