სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
12-03-2025
-
+


ცხოვრებაში, ერთხელ მაინც ალბათ ყველა ბავშვს უთამაშია „მასწავლებლობანა“, მოურგია ბებიის სათვალე და სერიოზული იერით, წარმოსახვით კლასისთვის სიჩუმისკენ მოუწოდებია... „მე რომ მასწავლებელი ვიყო...“ - მსგავსი ფიქრი თითქმის ყველა მოზარდს აქვს და etaloni.ge-ს მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ, როგორ მიდგომებს გამოიყენებდნენ, გაკვეთილის ჩატარების საშუალება რომ მიეცეთ...

„მე რომ მასწავლებელი ვიყო, კრეატიულ და დასამახსოვრებელ გაკვეთილებს ჩავატარებდი. ვეცდებოდი გაკვეთილები ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო. ასევე ყოველთვის გავითვალისწინებდი ბავშვების სურვილებს, ინტერესებს, შეხედულებებს და ისეთ აქტივობებს შევთავაზებდი მათ. სამწუხაროდ, ზოგჯერ მასწავლებლები არ ითვალისწინებენ ბავშვების ინტერესებს, სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც გვბეზრდება გაკვეთილების მოსმენა“, - ამბობს მე-10 კლასელი სანდრო, ხოლო ანა, რომელიც მე-9 კლასის მოსწავლეა, გვიმხელს, რომ გაკვეთილებს ბუნებაში ჩაატარებდა:

„მე რომ მასწავლებელი ვიყო, ხშირად გავიყვანდი ბუნებაში მოსწავლეებს და იქვე ჩავატარებდი გაკვეთილებს. ბუნებაში მეცადინეობა მიყვარს, კარგად მოქმედებს ჩემს მოტივაციასა და განწყობაზე. ასევე ფიზიკაში ჩავატარებდი ცდებს და მარტო თეორიას არ ვასწავლიდი ბავშვებს. ჩემი აზრით, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება აუცილებელია. ამიტომ, ამას მივაქცევდი დიდ ყურადღებას“.

„მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებთან აუცილებლად მეგობრული ურთიერთობა მექნებოდა. იმ შემთხვევაში თუ დავალების მომზადებას ვერ შეძლებდა, არ წავეჩხუბებოდი. მშვიდად ვკითხავდი და ისე მეგობრულად მივუდგებოდი, რომ სხვა დროს თავად არ მოვიდოდა მოუმზადებელი. ასევე გაკვეთილის დასრულებამდე დავიტოვებდი 10 წუთს და საინტერესო, სახალისო თამაშებს შევთავაზებდი მოსწავლეებს“, - ამბობს მე-7 კლასელი თიკა; მეცხრეკლასელი ანასთვის კი, მასწავლებლობის შემთხვევაში, მთავარი მოსწავლეთა სიყვარულის მოპოვება იქნებოდა:

„მე რომ მასწავლებელი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, ყველა მოსწავლეს ვუყვარდე, როცა მასწავლებელი ცდილობს თავი შეგვაყვაროს, ამის სურვილი მოსწავლეებსაც გვიჩნდება, მისი ხათრით ვსწავლობთ, ვესწრებით გაკვეთილებს და ვცდილობთ, რომ იმედები არ გავუცრუოთ. მექნებოდა მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეებთან და ვეცდებოდი, რომ ყველას მესაიდუმლე გავმხდარიყავი“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება