| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო კონკურსებსა და ინიციატივებში.
ამჯერად, სკოლა აქტიურადაა ჩართული, ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. პირველ და მეორე ტურებში მოპოვებული წარმატების შემდეგ მოსწავლეებმა რეგიონალურ ტურში იასპარეზეს, სადაც სამი გუნდიდან 2-მა გამარჯვება მოიპოვა.
რეგიონული ტურის პირველი ასაკობრივი ჯგუფის (მე-3 - მე-5 კლასი) თამაში კვლავაც ბარდნალის საჯარო სკოლის გუნდ „გამბედავების“ გამარჯვებით დამთავრდა, რომელიც მხოლოდ მეხუთეკლასელი ვაჟებითაა დაკომპლექტებული.
„თუმცა, გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც“, როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებმა 15 შეკითხვიდან -15 სწორი პასუხი, ანუ 90 ქულიდან - მაქსიმალური 90 ქულა მოიპოვეს.
ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა მეორე ასაკობრივი ჯგუფის (მე-6 - მე-8 კლასები) გუნდი -„შევარდენი ".
სკოლის დირექცია, დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„სკოლის დირექცია გილოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მიღწევას, რომელიც თქვენი მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და წარმატებებს გისურვებთ ფინალურ ტურშიც! ჩვენო ჭკვიანებო, ამ წარმატებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მთელ სკოლას!“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ